„უკრაინის ქალაქ ხმელნიცკიდან 20-30 კილომეტრში სასწავლო – სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა,“ – ეს ინფორმაცია „უნიანის“ კორესპონდენტს ხმელნიცკის ოლქის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.
შემთხვევის ადგილზე უკვე მიემართებიან მაშველები და იმ სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა, რომელიც ხმელნიცკის ოლქის ქალაქ სტაროკონსტანტინოვშია ბაზირებული.
ტარდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძებები.
„უნიანის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, ორი სამხედრო მფრინავი დაიღუპა.