Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
შსს-ს შენობას უფრო ჰგავს ეს დაწესებულება, იმდენი პოლიციელია აქ მობილიზებული – ზაალ უდუმაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს შენობას უფრო ჰგავს ეს დაწესებულება, იმდენი პოლიციელია აქ მობილიზებული – ზაალ უდუმაშვილი

103

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, საგანგებო ბრიფინგი გამართა.

უდუმაშვილის თქმით, საკრებულოს სხდომათა დარბაზში მათ არ აჩერებენ. მისივე თქმით, დღეს მათი მთავარი მოთხოვნა იყო, რომ განსახილველ საკითხთა სიიდან ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის საკითხი ამოღებული ყოფილიყო.

„შსს-ს შენობას უფრო ჰგავს ეს დაწესებულება, იმდენი პოლიციელია აქ მობილიზებული. დიახ, ეს მობილიზება გააკეთეს იმისთვის, რომ ეშინიათ თბილისელების. დღეს საკრებულოში მიმდინარეობს თბილისისთვის ხელის გადაგრეხვა და ამას აკეთებს „ქართული ოცნების“ დეპუტაცია საკრებულოსი იმისთვის, რომ რამდენიმე საათში უპატაკოს ბიძინა ივანიშვილის, რომ მისი დავალება შესრულებულია ათიანზე,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილის თქმით, დღეს საკრებულოში რეკრეაციული ზონისთვის სახელის შეცვლას გეგმავდნენ და ივანიშვილისთვის გადაცემას აპირებდნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები