საქართველოს ბანკი საერთაშორისო გამოცემა Global Finance –ის მიერ, 2015 და 2016 წლების შემდეგ უკვე მესამედ, 2017 წელის ყველაზე დაცულ ბანკად დასახელდა საქართველოში.
Global Finance –მა ყველაზე დაცული ბანკები მსოფლიოს მასშტაბით 106 ქვეყანაში გამოავლინა. Global Finance-მა ჯილდოები ბანკებს, როგორც გრძელვადიანი საკრედიტო რეტინგების: Moody’s, Standard & Poor’s და Fitch, ასევე ბანკების მთლიანი აქტივების შეფასების მიხედვით გადასცა.
ყოველთვიური საერთაშორისო გამოცემა Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,000-ზე მეტ ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 180 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი.