LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გამოიყურებიან 90-იანი წლების სუპერმოდელები ახლა (ფოტოები)

646

გასულ კვირას მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში “ვერსაჩეს” მოდის სახლის ჩვენებამ  ფურორით ჩაიარა. ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებიდან 20 წლის თავზე დონატელა ვერსაჩემ პოდიუმზე 90-იანი წლების სუპერმოდელები გამოიყვანა. მაყურებელმა წლების შემდეგ პირველად იხილა ერთად ნაომი ქემპბელი, კლაუდია შიფერი, სინდი კროუფორდი და სხვები. გამოცემამ “ვოგიმ” გაიხსენა, როგორ გამოიყურებოდნენ ეს ლეგენდარული ქალბატონები „სუპერმოდელების ოქროს ეპოქიდან“ და გვაჩვენა, როგორები არიან ისინი დღეს.

 

სინდი კროუფორდი

გარდა იმისა, რომ 90-იანების სექსსიმბოლო, 51 წლის სინდი კროუფორდი დღესაც ფანტასტიკურ ფორმაშია, მისი ქალიშვილი კაია წლევანდელი მოდის კვირეულების მთავარი გმირია. დედასთან საოცარი მსგავსების გამო, მედიამ ის მალევე აიტაცა და საოცრად პოპულარულიც გახდა. სინდი “ვერსაჩეს” მოდის სახლის ჩვენებაზე ისეთივე თავდაჯერებული ჩანდა, როგორც უწინ.


კლაუდია შიფერი

90-იანი წლების ყველაზე ლამაზი ქერათმიანი მოდელი დღესაც ფანტასტიკურად გამოიყურება. კლაუდია შიფერი ახლა 47 წლისაა და ამ დრომდე გრამიც არ აქვს მომატებული. მართალია ის ახლა ოჯახით მეტადაა დაკავებული, ვიდრე კარიერით, თუმცა, საყვარელი დიზაინერის ხსოვნისადმი გამართულ ჩვენებაში მონაწილეობაზე უარი არ თქვა.


ლინდა ევანგელისტა

90-იანი წლების ყველზე მოთხოვნადი მოდელი დღეს რადიკალურად შეცვლილია. ლინდა ახლა 52 წლისაა და 15 კილოგრამი აქვს მომატებული. ამის გამო ის ბოლო დროს ხშირად მოხვდა პაპარაცების ობიექტივში. ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ ეს ლინდა ევანგელისტას წარუმატებელი პირადი ცხოვრების ბრალია, რის გამოც მოდელმა თავის მოვლაც შეწყვიტა.


ნაომი ქემპბელი

90-იანი წლების სუპერმოდელი, „შავ პანტერად“ ცნობილი ლამაზმანი დღეს კიდევ უფრო ლამაზია. მიუხედავად იმისა, რომ პირად ცხორებაში არც ნაომის გაუმართლა, მოდელმა საკუთარ პრობლემებთან გამკლავება და სილამაზის შენარჩუნება მაინც შეძლო. მოდის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი ამბობდნენ, რომ ნაომი მილანის მოდის კვირეულზე ზუსტად ისე ბრწყინავდა, როგორც 30 წლის წინ.

კარენ მიულდერი

90-იანებში კლაუდია შიფერის ყველაზე დიდი კონკურენტი სწორედ კარენ მიულდერი გახლდათ. სამწუხაროდ, შიფერისგან განსხვავებით, კარენი არამყარი ხასიათით გამოირჩეოდა, რის გამოც კარიერა 2000 წელს მაიტოვა. ბოლო დროს ის მედიის ყურადღების ცენტრში მრავლობითი პლასტიკური ოპერაციების გამო მოექცა, პოდიუმზე კი არ დაბრუნებულა.


კრისტი ტარლინგტონი

90-იანი წლების კიდევ ერთი საოცრად პოპულარული მოდელი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის აგიტაციითაც გახდა ცნობილი. 48 წლის მოდელი დაქორწინებულია, 2 შვილიც ჰყავს და კვლავ იოგითაა გატაცებული.


სტეფანი სეიმური

90-იანებში წერდნენ, რომ სტეფანი სეიმურის ცხოვრების წესი იყო სექსი, როკ-ენ-როლი და ნარკოტიკები. ოთხი თავმბრუდამხვევი რომანის შემდეგ სტეფანი მილიონერ პიტერ ბრანტზე დაქორწინდა, რომლისგანაც სამი შვილი შეეძინა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სუპერმოდელი 49 წლისაა, აქტიურ სამოდელო საქმიანობას განაგრძობს.


ჰელენა კრისტენსენი

პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონი, ჰელენა კრისტენსენი ახლა 48 წლისაა, თუმცა ფანტასტიკურად გამოიყურება. 90-იანებში ის ყველაზე პიკანტური პროექტების მთავარი გმირი გახლდათ.  ის ყველას გვახსოვს კრის აიზეკის ლეგენდარული ჰიტის, Wicked Game-ისთვის გადაღებულ ვიდეოკლიპში. კრისტენსენი ასევე გამოჩნდა “ვერსაჩეს” მოდის სახლის ჩვენებაზე.


ელ მაქფერსონი

90-იანებში ავსტრალიელ მოდელს მეტსახელად „სხეული“ შეარქვეს მისი იდეალური პროპორციების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ის დღეს 51 წლისაა, ფანტასტიკურად გამოიყურება და ხშირად პოზირებს საცურაო კოსტიუმებში.


კეიტ მოსი

90-იან წლებში კეიტ მოსის გამოჩენამ სამოდელო ბიზნესში დიდი გადატრიალება მოახდინა. განსხავებული სტანდარტებისა და პროპორციების მოდელმა უდიდესი კონკურენცია გაუწია იმ დროის ნამდვილ ლეგენდებს. მოსი, რომელიც სკანდალური რომანებითა და ცხოვრების სტილითაც არის ცნობილი, დღეს 43 წლისაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები