სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოზე, სუპერმარკეტ სპარში, მოლარის სავარძლის დაზიანებულ სავარძელთან დაკავშირებით, ადმინისტრაცია განმარტებებს აკეთებს.
“ფორტუნასთან” საუბრისას ისინი ადასტურებენ, რომ ფოტო ნამდვილად მათი ქსელის ერთერთ მაღაზიაშია გადაღებული, თუმცა აღნიშნავენ, რომ პრობლემა აღმოფხვრილია.
ადმინისტრაციაში ასევე განმარტავენ, რომ დაზიანებული ავეჯის გამოცვლა, სააქციო საზოგადოებაში გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული, რის გამოც, ახალი სკამის შეძენა ერთი დღით დაგვიანდა.
“ეს ფოტო ნამდვილად ჩვენს მაღაზიაშია გავრცელებული. სკამი უბრალოდ იმ მომენტისთვის იყო დაზიანებული. პრობლემა მოგვარებულია და საგანგაშო არაფერი არ არის. ჩვენ ვართ სააქციო საზოგადოება და დაზიანებული ნივთის გამოცვლა შიდა პროცედურებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც გაიწელა პროცესი ერთი დღე”, – განაცხადეს ფუდმარტის ადმინისტრაციაში.
მათ ასევე მადლობა გადაუხადეს მომხმარებელს, რომელმაც სუპერმარკეტში დაზიანებული სავარძლის ფოტო სოციალურ ქსელში გაავრცელა და აღნიშნეს, რომ მათ ქსელში ცუდი სამუშაო პირობები ნამდვილად არ არის.