LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები: გაიცანით, ულამაზესი აჭარული სოფელი, რომელსაც უცხოელი დამკვირვებლები ხშირად სტუმრობენ

518
130680441-2904879466451661-6852499912037847258-o

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი მოგზაურებს ბათუმთან ახლოს მდებარე, ტურისტულად მიმზიდველი ადგილის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას აწვდის.

სანამ ჩაისუბნის სადამკვირვებლო პლატფორმა მტაცებელ ფრინველებზე დამკვირვებლებით ისევ აივსება,  ულამაზესი ადგილი მიმზიდველია პიკნიკისა და ბუნებაში დასვენების მოყვარულთათვის“, – ამბობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, სოფელი ჩაისუბანი ბათუმიდან 40 წუთის სავალზე, ჩაქვში მდებარეობს, სადაც უცხოელი და ქართველი დამკვირვებლები შემოდგომობით მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას აკვირდებიან. წლის სხვა დროს, პლატფორმაზე წელს მოწყობილი მცირე საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, მოგზაურებს საშუალებას აძლევს პანორამული ხედებით  დატკბნენ.