LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გვინდა, მოაშორეთ: რუსეთის მოწინააღმდეგეთა რიცხვი იზრდება

82

რუსეთის ოლიმპიური გუნდის ჩამოშორება 2018 წლის ზამთრის თამაშებიდან კიდევ ექვსი ქვეყნის ანტისადოპინგო სააგენტომ მოითხოვა, – ამის შესახებ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ეროვნული ანტისადოპინგო ორგანიზაციების ინსტიტუტმა დაწერა. ეს ქვეყნებია – ბელგია, უკრაინა, იტალია, კენია, ლატვია და ლუქსემბურგი.

საერთო ჯამში, იმ ქვეყნების საერთო რიცხვი, რომლებიც პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის ნაკრების მონაწილეობის წინააღმდეგ გამოდიან, 36-ს მიაღწია.

შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, 16-მა ანტისადოპინგო ორგანიზაციამ გააკეთა განცხადება, რომელშიც მოუწოდა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – არ დაუშვას რუსეთი 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე. მოგვიანებით, ამ ჯგუფს კიდევ 14 ორგანიზაცია დაემატა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები