LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვითარება გზებზე: უამინდობის გამო დაწესებული შეზღუდვები გრძელდება

92
nia

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთზე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გადაადგილების სპეციალური რეჟიმია დაწესებული ფარავნის უღელტეხილზე.

ქარისა და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე, 21:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

როგორც “ფორტუნას” დეპარტამენტში განუცხადეს, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქარის, ნისლისა და ცუდი ხილვადობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება  ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზეც.