LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საბას“ მე-15 საზეიმო დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება

88

ლიტერატურული პრემია “საბა” რიგით მე-15 საზეიმო დაჯილდოება 30 სექტემბერს გაიმართება. ცერემონიას თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“ უმასპინძლებს.

როგორც ”„ფორტუნას” „თიბისი ბანკიდან” აცნობეს, ცერემონიაზე „საბას“ ჟიური წლევანდელი ლაურეატების ვინაობას დაასახელებს. 30 სექტემბერს გაირკვევა, ვინ გახდება „საბა“ წლევანდელი ლაურეატი, კონკურსის 11 ნომინაციაში.

როგორც ცნობილია, წელს ლიტერატურულ კონკურსში „საბა“ 300 კონკურსანტი მონაწილეობდა, საიდანაც, სამი თვის წინ, „საბას“ ჟიურიმ 47 ფინალისტი დაასახელა.

„საბას“ 11 ნომინაციიდან თითოეულს ერთი გამარჯვებული ეყოლება, გარდა ნომინაციისა „საუკეთესო დებიუტი“, სადაც, უკვე მეორე წელია, მკითხველებიც ჩართულნი არიან გამარჯვებულის არჩევაში. ცერემონიაზე გაირკვევა მკითხველთა რჩეული დებიუტანტის ვინაობაც.

„თიბისი ბანკის” ინფორმაციით, წლევანდელი „საბას“ მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ  ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“ გამარჯვებულ წიგნს გამომცემლობა „პალიტრა L” ბეჭდურად გამოსცემს. ცნობილია, რომ ამ ნომინაციაზე განიხილება ელექტრონული წიგნები, რომლებიც ბეჭდური სახით არაა გამოცემული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები