სტივ ჯობსის 22 წლის ქალიშვილი, ევა მოდელი გახდა. გოგონა კოსმეტიკური ბრენდისთვის Glossier სრულიად გაშიშვლდა. მან ბრენდის სადღესასწაულო ხაზის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ ადრე ევა ყურადღების ცენტრში ყოფნას ყოველთვის გაურბოდა, არც რეალითი შოუებში იღებდა მონაწილეობას და არც პოპულარობა სურდა. მან არჩევანი სპორტზე გააკეთა, ის ჟოკეია და საკმაოდ წარმატებულიც გახდა ამ სფეროში, ევა 25 წლის ასაკის ცხენოსნებს შორის მსოფლიო მასშტაბით 5-ე ადგილს იკავებს.
„პირველად პონიზე, 2 წლის ასაკში დავჯექი, პროფესიონალურად კი საცხენოსნო სპორტით 6 წლის ასაკში დავკავდი, მე ცხოველები მუდამ მიყვარდა“, – აცხადებს ევა.
ცნობისთვის, ევა სტენდფორდის უნივერსიტეტში სწავლობს, სწორედ იქ გაიცნეს მისმა მშობლებმა ერთმანეთი.