LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ეწია საქართველოდან აფხაზეთში გაგზავნილ გრიპის ვაქცინას, ოკუპირებულ აფხაზეთში ხალხის რუსული ვაქცინით აცრა დაიწყო

149
ვაქცინა 22

ოკუპირებულ აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, აფხაზეთში გრიპზე მოსახლეობის ვაქცინაცია რუსული ვაქცინით დღეს, 7 დეკემბერს დაიწყო. ამის შესახებ აფხაზური მედია წერს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ აცრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მათ ტემპერატურა ექნებათ, თუმცა ეს საგანგაშო არ იქნება. 6, 7 კვირაში გამომუშავდება იმუნიტეტი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნება ადამიანს.

მათი ინფორმაციით, გრიპის ვაქცინის 15 000 დოზა აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებამ იყიდა. საუბარია, რუსული წარმოშობის პრეპარატ ულტრიკსა და სოვიგრიპზე. დე ფაქტო უწყების ცნობით, ვაქცინა განკუთვნილია როგორც მოზრდილებისთვის, ისე 6 თვის ბავშვებისთვის. მათი თქმით, ვაქცინა უფასოა.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გასულ კვირას განაცხადა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთს გრიპის ვაქცინის 10 ათასი დოზა გადასცეს.

„ფორტუნა“ დაინტერესდა, რა ბედი ეწია საქართველოდან გადაცემულ გრიპის ვაქცინას.

როგორც სააგენტოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, აფხაზეთში გრიპის ვაქცინა გაიგზავნა და უკან არავის დაუბრუნებია.

უწყებაში აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას რა ვაქცინით დაიწყო აფხაზეთში გრიპის ვაქცინაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები