საქართველოს თავდაცვის ძალების მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთში ჩავიდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ შტაბის ბაზაზე მისიას აშშ-ს სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებს.
სამხედროები მისიის ფარგლებში ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ.
მშვიდობისმყოფელთა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის ოთხთვიანი ინტენსიური სწავლების სხვადასხვა ფაზა და დასკვნითი მომზადება საქართველოში გაიარა.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.