საცობები ჩვენი ყოველდღიურობის შემადგენელ აუცილებელ ნაწილად იქცა. ახლახან Tv Kvemo Kartli-ის „ფეისბუქ“-გვერდმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ასახავს, როგორია საცობია ამ წუთებში თბილისიდან რუსთავის მიმართულებით, ავტომაგისტრალზე.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, ავტომაგისტრალზე საცობის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. ასევე გადატვირთულია მოძრაობა ქვემო ფონიჭალიდან ორთაჭალამდე, შესაბამისად, რუსთავიდან მიმავალი ავტომობილები ძალიან ნელა გადაადგილდება.