LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭავჭავაძეზე პატრული ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა

122
unnamed

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, საპატრულო პოლიციის ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებით ვტოსაგზაო შემთხვევას გულისხმობს.

“გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომობილი, რომელსაც საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი დ.კ. მართავდა, ქვეითად მოსიარულე ე.ს.-ს შეეჯახა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე პირველადი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება, რომელთა შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი შემაჯამებელი გადაწყვეტილება”, — აცხადებენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები