დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი და დამატებითი ძალები ჩაერთვნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, დილიდან ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.