LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ სააკაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო

91

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას რაიონულ სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმეზე მოსამართლე იური ბილოუსმა გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო. მიხეილ სააკაშვილს ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. ოდესის ყოფილ გუბერნატორს 3400 გრივნის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც 130 დოლარს უდრის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები