28 ნოემბრის ახალი რეგულაციების ამოქმედებასთან ერთად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საწარმოები არ წყვეტენ მუშაობას და ,,დიო’’ ონლაინ მომსახურების რეჟიმზე გადავიდა, რათა მომხმარებელს პროდუქციის დისტანციურად შეძენა შესთავაზოს.
„გვინდა ყველას, ვისაც რემონტი დაწყებული აქვს დაბეჯითებით ვუთხრათ, რომ ჩვენი კომპანია მათ გვერდით არის მთელი შემართებით. მზად ვართ მოვემსახუროთ დათქმულ ვადებში და განვახორციელოთ ჩვენი პროდუქტების ხარისხიანი დამზადება /ინსტალაცია.
მუშაობას არ ვწყვეტთ და მომხმარებელთა მომსახურებას დისტანციურ რეჟიმში განვაგრძობთ, შესაბამისად დამკვეთს, მარტივად აქვს შესაძლებლობა:
- „დიო“-ს ვებგვერდზე: http://dio.ge/georgian/order 70-მდე დასახელების პროდუქციდან მისთვის სასურველი შეარჩიოს,
- კომპანიის ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდეს 2 36 11 12 ,
- მოგვწეროს სოციალურ ქსელებში და ონლაინ გამოძახებით ისარგებლოს.
ჩვენ ვუზრუნველყოფთ როგორც ამზომველ სპეციალისტებს, ისე სამონტაჟო ჯგუფს შესაბამისი ეკიპირებით; უსაფრთხოების ნორმებს მაქსიმალურად ვიცავთ! ჩვენი უპირველესი მოვალეობაა გარემოების სწრაფი შეფასება, საპასუხოდ შესაბამისი ქმედებების განხორციელებაა, რაც მომხმარებელებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებასა და კომფორტს უზრუნველყოფს!“ – აცხადებენ კომპანია „დიო“-ში.
მათივე ინფორმაციით, საგულისხმოა, რომ „დიო“-მ სიტუაციასთან გამკლავება, ადაპტირება და მუშაობის გაგრძელება რეგულაციების შესაბამისად ჯერ კიდევ მარტიდან წარმატებით შეძლო, გარდა ამისა 25 წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიამ სწორედ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვირუსის პრევენციის მიზნით შეიმუშავა და შესთავაზა მომხმარებელს ახალი პროდუქტები, როგორებიცაა: მინის ტიხარი, ავტომობილის სალონის ტიხარი, PVC ულტრაგამჭვირვალე ფირი, მონოლითური პოლიკარბონატი.
შეგახსენებთ, „დიო“ -ში შეიქმნა ოპერატიული შტაბი, აღმასრულებელი დირექტორის – თამაზ დაუშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც მყისიერი გადაწყვეტილებებით მაქსიმალურად ცდილობს მომხმარებელთა და თანამშრომელთა საჭიროებებზე მიმართული ქმედებების განხორციელებას.
„დიო“ მყარად ითვალისწინებს სოციალურ პასუხისმგებლობას და ვირუსის პრევენციის მიზნით კომპანიის აქტივობები სრულად შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკლებლივ ყველა რეკომენდაციას!
,,დიო’’ – ბრენდი რომელსაც 25 წელია ენდობით!
R