LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პასტელური ვარდისფერი – 2017 წლის შემოდგომის მთავარ ფერია

232

„გარდიანით“ დაწყებული „ვოგით“ დასრულებული, ყველა წამყვანმა გამოცემამ ვარდისფერი 2017 წლის შემოდგომის მთავარ ფერად დაასახელა.

2017 წლის ზაფხულის დიზინერულ კოლექციებში მართლაც დომინირებდა ვარდისფერი, თუმცა, განსაკუთრებით მოთხოვნადი მისი ერთერთი შეფერილობა – პასტელური ვარდისფერი იყო.

სიმბოლური სახელი 30-წლიანების თაობამ მოიწონა, რომელსაც ძალიან აღიზიანებდა 2000-იანების ბარბის და პერის ჰილტონის „საკუთრებად“ ქცეული ვარდისფერი.

მშვიდი, თავშეკავებული და არისტოკრატული პასტელური ვარდისფერი – არა თოჯინის, ქალურობის ან ყალბი ბრწყინვალების, არამედ მარკ ანჟის მარილიანი მდინარის, ვარდისფერი ოქროს სამკაულის და ოფისის ელეგანტური სტილია.

გარდა ამისა, ვარდისფერი კვარცი არცერთ სეზონს არ ემორჩილება და მისი სიყვარული წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები