LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შემაძრწუნებელი კადრები – როგორ შეიჭრნენ შეიარაღებული მძარცველები თბილისის ზღვის ჰოსპიტალში

172
zgvishospitali2012

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ავრცელებს კადრებს, რომლებიც იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც გუშინ, კლინიკაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ.

კადრებში ჩანს, რომ დაკეტილ კართან მისული მძარცველების ხმაურზე კართან დაცვის წევრი მიდის და მას შემდეგ, რაც ის პატარა ფანჯარას გამოაღებს, ერთ-ერთი მათგანი დაცვის წევრის მიმართულებით ისვრის, რომ მას კარი გააღებინოს. კადრებში ჩანს, როგორ უწევს წინააღმდეგობას დაცვის წევრი მძარცველებს.

როგორც ვიდეოს აღწერაშია მითითებული, ეს ხდება მაშინ, როდესაც ექიმი პაციენტის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის, ხოლო ექთანი მეოცე დღეს კლინიკაში ათენებს…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები