მეწარმე სუბიექტებს კიდევ ერთხელ ეძლევათ შესაძლებლობა, საშემოსავლო და ქონების გადასახადი 2021 წლის 1 იანვრამდე გადაივადონ.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებსაც 2020 წლის 1 დეკემბრამდე გადავადებული ჰქონდათ საშემოსავლო და ქონების გადასახადი და რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში (ასევე მასთან გათანაბრებულ სექტორში), კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა 2021 წლის 1 იანვრამდე, გადაავადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.
აღნიშნული გადავადებით, უკვე 652-მა გადასახადის გადამხდელმა ისარგებლა და მათ ავტომატურ რეჟიმში, 2021 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ ვალდებულება, ხოლო გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომელთა იდენტიფიცირებაც შემოსავლების სამსახურის მიერ ვერ განხორციელდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დაწესებული შეღავათით სარგებლობისთვის, შესაბამისი განცხადების ფორმით მიმართოთ უწყებას, რათა არ განხორციელდეს დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებებები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შემოსავლების სამსახური ავრცელებს.