LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიკო გუბელაძე: “არ დარჩა თბილისის შემოგარენში სახლი, რომელიც წინასაახალწლოდ ფართისთვის არ გაქირავდა და იქ იქნება რეგულაციები დაცული?!.”

752
merikogubeladze20121

ცნობილი შეფმზარეული, მერიკო გუბელაძე “ტვ პირველზე” მაია მამულაშვილის “დღის ამბებს” ჩაერთო და ისაუბრა იმ მოთხოვნების შესახებ, რომლებსაც ხვალ რესტორატორები სახელმწიფო კანცელარიის წინ გააჟღერებენ.

მერიკო გუბელაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისგან არანაირ ქმედით ნაბიჯს არ ელოდება და ფიქრობს, რომ არაფერი შეიცვლება.

“გაჟღერდა ისიც, რომ არ დავემორჩილოთ და გავხსნათ რესტორნებიო, მაგრამ იყო მეორე აზრი, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის შემოგარენში არ დარჩა არც ერთი სახლი, რომელიც წინასაახალწლოდ არ გაქირავდა. უკვე დაგეგმილია საახალწლო ზეიმები. გამორიცხულია, ხელისუფლება ამ გზით ვირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს, ვერ შეაჩერებს ახალგაზრდებს, რომლებიც ახალი წლის აღნიშვნას აპირებენ. საახალწლოდ ფართების მოწყობა იგეგმება და იქ ბევრად უფრო ნაკლებად იქნება დაცული რეგულაციები, ვიდრე სარესტორნო სივრცეებში. რა გამოდის? გამოდის, რომ ან ჩვენმა მთავრობამ რეალობა არ იცის, რაც ნაკლებად სარწმუნოა ან როგორც ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანმა, არ ვიცი, რა ვიფიქრო…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები