კომპანია Volkswagen Arteon–ის ოჯახობას და სედან Passat–ს წარმოებიდან ხსნის. ამ უკანასკნელს 2023 წელს ნახევარი საუკუნე უსრულდება და ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით თაობის ცვლილების დროც დადგა. რაც შეეხება Arteon–ის ხაზს, მისი განვითარება აღარ იგეგმება და „დიზაინერულ“ ლიფტბეკს ელექტროქარი ჩაანაცვლებს.
გამოცემა Automotive News Europe–ის ინფორმაციით, Volkswagen–მა გადაწყვიტა, რომ ახალი Passat–ის შემუშავებისთვის ფული აღარ დახარჯოს და Skoda–სთან არსებული შიდა კონკურენცია აღარ გააღვივოს.
ბრენდი “პასატზე“ საბოლოოდ უარის თქმას არ აპირებს და მოდელი უნივერსალის სახით შენარჩუნდება. მომავალი თაობის Passat და Superb კი სლოვაკეთის ქარხანაში ერთად აიწყობა. ხოლო გერმანიაში არსებული ქარხანა, სადაც წარსულში ამ მოდელებზე მუშაობდნენ, გადაკეთდება და მთლიანად ელექტროქარების შექმნაზე ორიენტირდება.