LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მალე AMAZON –ის ქართულ ანალოგზე შოპინგი შესაძლებელი იქნება

446

Amazon –ის ქართულ ანალოგზე შოპინგს, მომხმარებელი უახლოეს პერიოდში შეძლებს. სავაჭრო ცენტრ „ლილო მოლის“ ონლაინ გაყიდვების საიტი ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს, ოქტომბრიდან კი ექსპლუატაციაში გაეშვება. საიტზე სასურველი ნივთის შეძენა დროის დაკარგვის გარეშე იქნება შესაძლებელი. აქ მოქალაქეები საცალო და საბითუმო შესყიდვებს განახორციელებენ.

როგორც ”ფორტუნას” აღნიშნულ პროექტზე მომუშავე კომპანიის LPS-ის დირექტორმა, ნიკოლოზ საგანელიძემ განუცხადა, ონალინ-გაყიდვების ვებ-გვერდს liloshop.ge ერქმევა და საწყის ეტაპზე ხელმისაწვდომი ის მხოლოდ მეწარმეებისთვის იქნება.

”liloshop.ge -ის პროექტი 2 ეტაპად ხორციელდება. თავდაპირველად საბითუმო რეალიზაციის მოდული ამოქმედდა.  ეს დაახლოებით 15 ოქტომბრიდან მოხდება. ვებგვერდზე 4 ათასამდე აქტუალური პროდუქტი განთავსდება და მისი შეძენა მხოლოდ მეწარმეებს შეეძლებათ. მეწარმეები ვებ-გვერდზე გაივლიან შესაბამისს რეგისტრაციას და ჩვენ გავუწევთ კონტროლს, ნამდვილად მეწარმე ყიდულობს პროდუქტს, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე. რაც შეეხება მეორე ეტაპს, ანუ საცალო პროდუქციის ონლაინ გაყიდვებს, ეს მოდული უკვე 2018 წლის შემოდგომიდან ამუშავდება და ნებისმიერი მომხმარებელი შეძლებს, სასურველი პროდუქციის შეძენას. ამ შემთხვევაში პროდუქციის სახეობები 4 ათასზე ბევრად მეტი იქნება”, – განმარტა საგანელიძემ.

 

მისივე ინფორმაციით, liloshop.ge სამენოვანი იქნება: რუსულ, ინგლისურ და ქართულენოვანი. პროდუქციის მიწოდება კი სრულიად საქართველოს მასშტაბით განხორციელდება. როგორც ნიკოლოზ საგანელიძე ამბობს, სამომავლოდ ამიერკავკასიის ათვისებაც იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები