LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რესტორნის გახსნა -დაკეტვა არ არის კარის გაღება-დაკეტვასთან დაკავშირებული” – სოფო გორდაძე

829
Untitled-1

რა პრობლემებს აწყდება სარესტორნე ბიზნესი პანდემიის გამო გამკაცრებული შეზღუდვებით – 28 ნოემბრიდან რეგულაციების გამკაცრების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით მუშაობას წყვეტენ კაფე-რესტორნები და ბარები. სექტორში მძიმე პრობლემებზე საუბრობენ, რომლის გადალახვაც ბევრი ობიექტისთვის შესაძლოა შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს.

საკითხზე რესტორატორმა და “გიუაანის მეღვინეობის” გენერალურმა მენეჯერმა სოფო გორდაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “რეალურ დრო” ისაუბრა.

განსაკუთრებულ პრობლემას მისი განმარტებით, ის მალფუჭებადი მარაგები ქმნის, რომელიც ყველა ობიექტისათვის სამუშაოს გაჩერებისას მთლიანად ზარალად იქცევა.

“რესტორნის გახსნა-დაკეტვა არ არის კარის გაღება-დაკეტვასთან დაკავშირებული. რესტორნის დახურვა საკმაოდ რთული პროცესია. რაც უფრო დიდია რესტორანი, მით უფრო რთულია, მაგრამ იგივე ეხება პატარა რესტორნებსაც. რაღაც ტიპის მარაგები, რომელიც რესტორნებშია, მუშაობის გაჩერების შემთხვევაში უნდა ჩამოიწეროს, გაფუჭდება ან ვადა გაუვა – ეს ზარალია ავტომატურად. შესაბამისად, თავიდან რომ გაიხსნას რესტორანი, ფინანსური და ადამიანური რესურსი ჭირდება, ფაქტიურად ნულიდან უნდა დაიწყო. თავიდან გახსნა ნიშნავს თანხის მობილიზებას იმისათვის, რომ რესტორანმა მარაგები თავიდან შეიძინოს.  ამის საშუალება თებერვალში უმეტესობას არ ექნება.”- განაცხადა სოფო გორდაძემ გადაცემაში “რეალურ დრო.”