როგორ აპირებს მთავრობა პანდემიის გამო დაანონსებული დახმარებების გაცემას? – საკითხზე რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “რეალურ დრო” ექსპერტმა ვახტანგ ჭარაიამ ისაუბრა.
მისი განმარტებით თანხა, რომელიც 2020-2021 წლების ბიუჯეტშია, მასშტაბურ სოციალურ პროგრამებს ვერ გაუმკლავდება, ამიტომ ხელისუფლებას დამატებითი სესხების აღება მოუწევს, მათ შორის საგარეო ვალის.
“ბიუჯეტს ის ფულიც კი არ აქვს რისი შემწეობებიც დღეს დააანონსა ხელისუფლებამ, ესეც კი ნაწილობრივ საგარეო ვალის ხარჯზე უნდა დაკომპენსირდეს. 2021 წლის ბიუჯეტში 2.5 მილიარიდი ლარის სესხი წინმსწრებად არის გათვალისწინებული. ანუ წელს ნასესხები, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის იანვრიდან დაიწყება ხარჯვა. ამ ფულის გამოყენება იქნება აუცილებელი და მაღალი ალბათობით ახალი სესხის აღებაც გახდება საჭირო.” -აცხადებს ვახტანგ ჭარაია.