LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

28 ნოემბრიდან „ზოდის” ფილიალები გაყიდვების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

224
ზოდის შოურუმი თბილისი

28 ნოემბრიდან ზოდის შოურუმები თბილისში, ბათუმში, გორში, რუსთავში დაიკეტება და არსებული რეგულაციების შესაბამისად გადავა დისტანციურ რეჟიმზე.

„შოურუმებიდან მხოლოდ მარნეულის ფილიალი განაგრძობს სტანდარტულ რეჟიმში მუშაობას. ზოდის ქვის საწარმო და საწყობები გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად შევძლებთ მოვემსახუროთ საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს, რომლებიც დისტანციურად შეიძნენ პროდუქციას დისტანციური გაყიდვების აგენტების დახმარებით“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ზოდმა შეძლო წინა ლოკდაუნის პერიოდში თანამშრომლების სრული გუნდის შენარჩუნება. ამ ეტაპზეც არ იგეგმება თანამშრომლებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტა. „ზოდი“ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ თანამშრომელთა ის ნაწილი, რომელიც სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ დასაქმდება დისტანციურად, არ დარჩეს ანაზრაურების გარეშე. ცხადია, ეს ანაზღაურება იქნება არასრული, მაგრამ მნიშვნელოვანი ამ ურთულეს პერიოდში.

ქვის საწარმოში და საწყობებში დასაქმებული საჭირო რესურსის ტრანსპორტირებას „ზოდი“ უზრუნველყოფს, რაც კომპანიას თვეში მინიმუმ 10 000 ლარით გაუზრდის ხარჯებს.

„ლოკდაუნის პირველ ეტაპზე დისტანციური გაყიდვებიც შეიზღუდა. შეზღუდვების მოხსნის შემდეგ გაყიდვების მაჩვენებელი თითქმის იგივე ზღვარს დაუბრუნდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გვქონდა. რთულია განვსაზღვოთ რა მასშტაბებს მოიცავს დისტანციური გაყიდვები, ან როდის შევძლებთ ლოკდაუნის შემდეგ, თუნდაც 2019 წლის მაჩვენებელს დავუბრუნდეთ“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები