LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მსუბუქი ელექტროქარი სატვირთოს დააჯახეს, რათა აკუმულატორის გამძლეობა დაეტესტათ

37
crash-testing-an-electric-scania-truck

კომპანია Scania–მ უჩვეულო კრაშ–ტესტის ვიდეო გამოაქვეყნა. იმისათვის რომ დაედგინათ, გაუძლებდა თუ არა შვედური სატვირთოს აკუმულატორი ძლიერ დაჯახებას, მას მსუბუქი ავტომობილი დაუპირისპირეს.

მანამ სანამ ახალ მოდელს ბაზარზე გამოიტანენ, ავტომწარმოებლები სხვადასხვა საგზაო ინციდენტების ვირტუალურ მოდელირებას ატარებენ და ადგენენ თუ რა მოუვიდოდა მოდელს ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩენის დროს.

კომპიუტერული კვლევების შემდეგ ინჟინერებს უწევთ, რომ რეალური ცდები ჩაატარონ და მოდელი სხვადასხვა კომპონენტში გამოსცადონ. თანაც, კრაშ–ტესტის ჩატარების მექანიკა კომპიუტერულ მოდელირებას ზუსტად უნდა იმეორებდეს.

ამჯერად ცდები კომპანია Scania–ს ელექტრონულ სატვირთოს შეეხო. შვედმა ინჟინერებმა ავარიული სიტუაციის სიმულირება მოაწყეს, რათა დაედგინათ თუ რა ემართება აკუმულატორს ყველაზე ექსტრემალური დატვირთვის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები