LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა – იანოშ ჰერმანი

81

„საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა არის იმდენად ძლიერი და მჭიდრო, როგორიც იგი არასდროს ყოფილა აქამდე,“ – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა, განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული ვალდებულებები მოითხოვს რეფორმების განხორციელებას, რომელიც ევროპული ღირებულებების ამსახველი იქნება.

ამ კონტექსტში იანოშ ჰერმანმა ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ეს ვალდებულებები მოითხოვს რეფორმების განხორციელებას, ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ევროპის კავშირის ღირებულებების ამსახველი იქნება. ხოლო, ევროკავშირის მხრიდან მოითხოვს დაახლოების ამ პროცესის მხარდაჭერას, ისეთი ინსტრუმენტებისა და საშუალებების საშუალებით, რომელიც ევროკავშირს გააჩნია,“  – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები