LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუნიციპალური ტრანსპორტი ჩერდება

220
73524670-2770221169657527-7396779822334083072-o

მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე შეიზღუდება, ხოლო 24 დეკემბრიდან 2 იანვრის პერიოდში აღდგება. ამ პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქება მოხდება. 3 იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში ყველა შეზღუდვა, მათ შორის ტრანსპორტის მუშაობის აკრძალვა კვლავ ძალაში შევა. 16 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით კი როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა შაბათ-კვირის გარდა, ყველა სხვა დღეს ნებადართული იქნება.

როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, მუნიციპალურ ტრანსპორტში იგულისხმება როგორც ავტობუსები, ასევე მეტრო და სამარშრუტო ტაქსები.

“28 ნოემრბიდან 31 იანვრის ჩათვლით აკრძალულია მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის – რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) არ წესდება შეზღუდვა”. – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

საქალაქთაშორისო გადაყვანა იზღუდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით გადაადგილება არ შეიზღუდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები