LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთმა, 100 წელს გადაცილებულმა პაციენტმა დაამარცხა

116
ბებო 22

ქუთაისში კორონავირუსი კიდევ ერთმა 100 წელს გადაცილებულმა ადამიანმა დაამარცხა. ამჯერად, ვირუსი 101 წლის ბებომ დაამარცხა.

პაციენტი ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში მკურნალობს. ის სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შეიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, მაგდა კოსტავას ინფორმაციით, პაციენტს ტემპერატურასთან ერთად სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.

„ბებოს ხვალ ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდდადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები”, – ამბობს მაგდა კოსტავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები