LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან ფოქსი და ბრაიან ოსტინ გრინი ოფიციალურად განქორწინდნენ

430
safe-image

უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ 34 წლის მსახიობმა, მეგან ფოქსმაბრაიან ოსტინ გრინთან 10 წლიანი ქორწინება 30 წლის კოლსონ ბეიკერთან რომანის გამო დაანგრია. როგორც ჩანს, მათი ურთიერთობა უფრო ღრმავდება, ორივე პრესასთან ერმანეთის შესახებ ღიად საუბრობს და გრძნობების გამოხატვასაც არ ერიდება.

რაც შეეხება ბრაიან ოსტინ გრინისა და მეგანის ურთიერთობას, თითქოს წყვილი ერთმანეთს ცივილურად დაშორდა, თუმცა გარკვეული დაძაბულობა მაინც არსებობს.

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ფოქსი და 47 წლის გრინი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ. ტაბლოდების ცნობით მეგანმა სასამართლოში განქორწინების ცნობა 25 ნოემბერს შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ოსტინ გრინმა დაადასტრა და განაცხადა, რომ მათი ურთიერთობა ჯერ კიდევ 2019 წელს გართულდა.

„როდესაც მეგანი გადაღებებით იყო დაკავებული, მითხრა, რომ მარტო მუშაობა უფრო მოსწონს“, – გაანცხადა ბრაიანმა.

შეგახსენებთ, მათ სამი ვაჟი ჰყავთ, რომელსაც ისინი ერთობლივად ზრდიან.

ცნობისთვის, გამოცემა Nylon-თან ინტერვიუში მეგანმა რეპერთან ურთიერთობის შესახებ გულწრფელად ისაუბრა და განაცხადა, რომ კოლსონი ერთი ნახვით შეუყვარდა.

„მე მას თვალებში ჩავხედე და ჩემი გული ნამსხვრევებად იქცა, ის ცუნამივითაა“ – აცხადებს ფოქსი. მსახიობმა დაამატა, რომ მას კოლსონისთვის სერიოზული ურთიერთობები არასდროს დაუძალებია, ეს მისი პირადი არჩევანი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები