LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში არსებული ეპიდვითარების გამო, რიგა-თბილისი-რიგას რეისები გაუქმდა

86
ParkVia-airBaltic-renewal

airBaltic-მა რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე დეკემბრის ჩათვლით რეისები გააუქმა. ლატვიურ ავიაკომპანიაში აღნიშნულის მიზეზად საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებას ასახელებენ.

როგორც „ავიანიუსი“ წერს, airBaltic-ს თბილისის მიმართულებით დეკემბერში ფრენების განხორციელება გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა საქართველოში არსებული COVID-ვითარების ფონზე რეისების განხორციელება 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა.

შეგახსენებთ, ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით რეისები 10 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლითაც შეაჩერა და 1-ლი დეკემბრიდან რეისების განახლებას განიხილავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები