ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი 19-22 სექტემბერს ჩაიკეტება.
ამის შესახებ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტში განაცხადეს.
მიზეზად ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის 27-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები სახელდება.
მათივე ინფორმაციით, ე.წ. გამშვები პუნქტების ჩვეულ რეჟიმში მუშაობა 22 სექტემბერს, 07:00 საათზე აღდგება.