LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შესანიშნავი ალბომი გამოვა, რომელიც ცოტათი მაინც შეცვლის მსოფლიოს“ – ლეგენდარული ჯგუფი Metallica 4 წლის შემდეგ ახალ ალბომს გამოუშვებს

175
metallica

როკ-ინდუსტრიაში სასიხარულო ტენდენციები ფიქსირდება. თითქოს, ლეგენდარული ჯგუფები შეთანხმდენენ და საზოგადოებას ახალ ნამუშევრებს ერთმანეთის მიყოლებით სთავაზობენ. ცოტა ხნი წინ, 6 წლიანი პაუზის შემდეგ, ლეგენდარულმა ავსტრალიურმა კოლექტივმა AC/DC ალბომი Power Up გამოუშვა. 15 წლის შემდეგ კი მძიმე მეტალის შემსრულებელი ჯგუფი, System of a Down მუსიკალურ ინდუსტრიაში დაბრუნდა და ორი ახალი კომპოზიცია, Protect the Land და Genocidal Humanoidz გაავრცელა.

ამჯერად გულშემატკივრებს ლეგენდარული ჯგუფი Metallica გაახარებს. 4 წლის შემდეგ, ბენდი ახალ ალბომს გამოუშვებს. ამის შესახებ კოლექტივის ლიდერმა, ლარს ულრიჰმა გამოცემა Rolling Stone-თან ინტერვიუში განაცხადა. 

„უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობთ. პანდემია, ხანძრები და რასობრივი ცრურწმენები გვერდით გადავდეთ და მოუთმენლად ველით ჩვენი მუშაობის შედეგს. ვფიქრობ, შესანიშნავი ალბომი გამოვა, რომელიც ცოტათი მაინც შეცვლის მსოფლიოს“– აგანაცხადა მუსიკოსმა.

შეგახსენებთ, უკანასკნელი  ალბომი Hardwired… to Self-Destruct ჯგუფმა 4 წლის წინ გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები