ეკონომისტები უახლოეს ორ დღე შეზღუდვების ახალი ეტაპის ამოქმედებას აფასებენ. როგორც “დღის თემაში” ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ თქვა, კორონაპანდემიის კუთხით მდგომარეობა მარტივი არაა და წინა გამოცდილების გათვალისწინებით, რამდენიმე პარალელის გავლება შეეიძლება.
“პირველი და უმთავრესი არის ადამიანის ჯანმრთელობა, მეორე საკითხი ისაა, რომ ადამიანებს, ვისაც ვუზღუდავთ მუშაობას, ან ბიზნესსაქმიანობას, აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, რათა მან შეძლოს, უმტკივნეულოდ გადაიტანოს ეს ვირუსი, ცხადია, ფინანსურად ვგულისხმობ. უნდა ვიმუშავოთ, სხვადასხვა სცენარის დროს რა უნდა ვქნათ, ასევე როგორი იქნება პოსტპანდემიური პერიოდი. წერტილოვანი შეზღუდვების გარეშე ფონს ვერ გავალთ. დაავადება სწრაფად ვრცელდება, ამას სისტემა ვერ გაუძლებს” , – აცხადებს ჭარაია.
როგორც ექიმი ვამბობ, რომ „ლოკდაუნი“ აუცილებელია, მაგრამ „გავქაჩავთ“? - კულუმბეგოვი პრემიერთან შეხვედრის დეტალებზე "ფორტუნასთან" საუბრობს
ახლოს ვართ პიკთან - რაზე შეთანხმდნენ პრემიერთან შეხვედრაზე
“ფორტუნას” კითხვაზე, ბიზნესის დახმარებაში იგულისხმება თუ არა წინა “ლოქდაუნის” დროს ერთჯერადი და 6 თვიანი დახმარებები, თუ საჭიროა ახალი გეგმა, ეკონომისტი გვპასუხობს:
“ბანკების შეღავათები მნიშვნელოვანია, ასევე ერთჯერადი დახმარებები. შეიძლება, ამას დავუმატოთ იმ თანხის გადანაწილება, რაც ჯანდაცვამ უნდა დახარჯოს იმ დროს, როცა არ იქნება “ლოქდაუნი”. ანუ – რომ დავიანგარიშოთ რა თანხა იხარჯება ერთ ადამიანზე ტესტიდან დაწყებული მკურნალობით დამთავრებული, თუ სიტუაციას მივუშვებთ – ეს შეიძლება იყოს 200-250 მილიონი ლარი. თუ ეკონომიკას შევბოჭავთ, ამ თანხიდან შეიძლება ნაწილი სწორედ დახმარებებზე დაიხარჯოს. რაც შეეხება იმას, როგორ გაუძლებს ამას ბიუჯეტი, აუცილებელია საგარეო დახმარებების მობილიზება”.
ეკონომისტი ბიზნესს რჩევებსაც აძლევს და ეუბნება, რომ აუცილებელია, გადავიდნენ ონლაინ ვაჭრობაზე, მიწოდების სერვისის განვითარებაზე. მისი თქმით, ეს პლატფორმები მათ შეიძლება არათუ რამდენიმე თვე, არამედ წლებიც კი დასჭირდეთ.