23 ოქტომბერს, ანია ტეილორ-ჯოის შესრულებით მინისერიალი ,,ლაზიერის გამბიტი” The Queen’s Gambit გამოვიდა, რომელმაც გამოსვლისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობით სარგებლობს. ახლახნას, „ნეტფლიქსმა“ განაცხადა, რომ სერიალი სტრიმინგ სერვისზე ყველაზე ნახვადი მინისერიალი გახდა. ის უკვე 62 მილიონმა ადამიანმა ნახა.
აღსანიშნავია, რომ სერიალი, რომელიც 7 ეპიზოდისგან შედგება, 92 ქვეყანაში ტოპ 10-ში მოხვდა, ხოლო 63 ქვეყანაში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, არგენტინაში და ისრაელში 1-ელ ადგილზე განთავსდა.
ცნობისთვის, სერიალი უოლტერ ტევისის წიგნზეა დაფუძნებული. სიუჟეტი ობოლი მოჭადრაკის, ბეთ ჰარმონისის ირგვლივ ვითარდება.
https://www.youtube.com/watch?v=CDrieqwSdgI