ახალი Skoda Octavia Rs ბრიტანეთის პოლიციაში „დასაქმდა“. ხუთკარიან მოდელს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და სასწრაფო გამოძახებებისთვის გამოიყენებენ. Octavia–ს ეკიპაჟს ძალიან გაუმართლა, მოდელის განახლებებზე ბიუჯეტი არ დაზოგეს, ასე რომ ლიფტბეკი მაქსიმალურად დაკომპლექტებულია.
იმის გამო რომ Skoda Octavia Rs–ს ჩვეულებრივ დეპარტამენტში გამოიყენებენ, ავტომობილი ვიზუალის შტრიხებით, დიოდის ციმციმებით და ხმოვანი სიგნალით გამოირჩევა. შესაძლოა მომავალში მას ფოტო–ვიდეო კამერაც დაუმატონ, რაც კანონდამრღვევებთან ბრძოლაში ხშირად ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
საპატრულო Octavia–ს კაპოტის ქვეშ 245 ძალის 2,0 ლიტრის მოცულობის ბენზინის ტურბოძრავია მოთავსებული. აგრეგატი 7–სიჩქარიან „რობოტიზირებულ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანელი პოლიციელები Skoda–ს ავტომობილებს ძალიან ხშირად ყიდულობენ და Octavia–ს გარდა მათი ავტოპარკი ასევე ჰეტჩბეკ Scala–ს და კროსოვერ Kodiaq–საც მოიცავს.