თბილისი-რუსთავი-წითელი ხიდის მე-17-ე კილომეტრზე ხანძარი გაჩნდა. როგორც ფორტუნას სამაშველო სამსახურში განუცხადეს, სავარაუდოდ, ცეცხლი ხმელ ბალახს მოეკიდა.
დამწვარია 240 კვადრატული მეტრი ფართობი. ამ დროისთვის, ადგილზე უკვე მობილიზებულია რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის ბრიგადა და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს