LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათ-კვირას აღარ იმუშავებენ

194
122714125-3514537701937836-2228673975620490755-o

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, ქვეყანაში წერტილოვანი შეზღუდვები გრძელდება. იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ. 22:00 საათის შემდეგ კი, გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე მოემსახურებიან.

შეგახსენებთ, რომ ახალი შეზღუდვების გათვალისწინებით, 9 ნოემბრიდან, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს ყოველდღე, 09:00-დან 21:00 სთ – მდე ემსახურებოდნენ. ამჯერად კი, 22 ნოემბრიდან, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ სისტემატიურად, საქართველოში მოქმედ ყველა, 25-ვე იუსტიციის სახლსა და 85 საზოგადოებრივ ცენტრში, მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სერვისის მიღება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპითაა შესაძლებელი პორტალიდან – my.gov.ge.

იუსტიციის სახლსა და საზოგადოებრივ ცენტრში სერვისის მისაღებად მოქალაქე:

  1. ვიზიტის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს – my.gov.ge.
  2. პორტალზე განთავსებულ კალენდარში უნდა ჩანიშნოს თარიღი და დრო იუსტიციის სახლის ფილიალში ვიზიტისათვის, რის შემდეგაც მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე მიიღებს მოკლე ტექსტურ შეტყობინებას, სადაც აღნიშნული იქნება ვიზიტის თარიღი, ადგილი და დრო; ასევე, მომსახურების ერთჯერადი კოდი, რომელსაც ის წარადგენს იუსტიციის სახლში ვიზიტისას.

შეგახსენებთ, რომ

· წინასწარი დაჯავშნის გარეშე იუსტიციის სახლში მისული მომხმარებელი შენობაში ვერ მოხვდება.

· ფილიალში მისულ პირს, აუცილებლად უნდა ეკეთოს პირბადე, ნიღბის გარეშე ის შენობაში არ დაიშვება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები