LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შედეგების ატვირთვისას იყო ტექნიკური ხარვეზი, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს გარე ჩარევას: ცესკო

140
20201121093105-2020-11-21-17-30-41-852412

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, “ქართული ოცნების” კანდიდატებმა ზოგიერთ ოლქში 100%-ზე მეტი აიღეს, ცესკო ტექნიკური ხარვეზით ხსნის.

ამასთან, როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.”

“შედეგების სპეციალურ ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge მიმდინარეობდა შედეგების გამოქვეყნების პროცესი, რა დროსაც, შიდა მოხმარების პროგრამიდან მონაცემების გასაჯაროებისას დაფიქსირდა ტექნიკური/პროგრამული ხარვეზი, რისი მიზეზებიც დგინდება. შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პროცესში რაიმე სახის გარე ჩარევას.

აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე გრძელდება შემაჯამებელი ოქმების ატვირთვა, ყველა ოქმი საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის”, – აცხადებს უწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები