LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთპარტიულ პარლამენტს აქვს მინუსი დემოკრატიის თვალსაზრისით, მაგრამ უზარმაზარი პლუსი ექნება საქმის კეთების თვალსაზრისით“ –  გიორგი ხელაშვილი

189
BeFunky-collage (6)

10-ე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომამდე 2 კვირა რჩება.  ამ დროისათვის საკანონდებლო საქმიანობაზე  ბარიერგადალახული ყველა ოპოზიციური პარტია უარს აცხადებს, რის გამოც შესაძლებელია ახალი პარლამენტის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული იყოს. თუ ეს ასე მოხდება, მმართველ გუნდში თვლიან, რომ საქმიანობაში ხელი არ შეეშლებათ, პირიქით პოლიტიკური დებატებისათვის ნაკლები დრო დაიხარჯება. თემაზე რადიო “ფორტუნას ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში” ქართლი ოცნების” ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ხელაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით ერთპარტიული  პარლამენტი არ არის დემოკრატიის  ყველაზე კარგი გამოვლინება, თუმცა აქვს პლიუსებიც.

 “სამწუხაროდ საქართველში ძირითადი ყურადღება ეთმობა ხოლმე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ძალიან ხშირად უსაგნო დაპირისპირებას. ამიტომ ეს ორლესური მახვილია, ამ ერთპარტიულ პარლამენტს, როგორც თქვენ უწოდებთ აქვს მინუსი დემოკრატიის თვალსაზრისით, მაგრამ უზარმაზარი პლუსი ექნება საქმის კეთების თვალსაზრისით და კანონშემოქმედების თვალსაზრისით. როდესაც უსაგნო დებატების ნაცვლად მმართველი ძალა ორიენტირებული იქნება კანონშემოქმედებაზე, აღმასრულებელი ხელისუფლების გაკონტროლებაზე და რეფორმებზე.” –  განაცხადა ხელაშვილმა.

“ქართული ოცნების” წევრის განმარტებით,  კონსტიტუციით მმართველ ძალას შეუძლია, რომ პარლამენტის წევრებს უფლებამოსილების შეჩერებაზე უარი  უთხრას და პარლამენტი ერთპარტიული ფორმალურად არ იქნება.

“ფორმალურად შესაძლებელია, რომ ის ძალები, რომლებიც თავიდანვე  მზადყოფნას აცხადებდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე, დარჩებიან პოლიტიკურ სუბიექტებად პარლამენტში და გააგრძელებენ ფორმალურად მუშაობას ბოიკოტის რეჟიმში, მათ ეს უნდა თუ არა. ფორმალურად პარლამენტი ერთპარტიული არ იქნება, მაგრამ წამყვანი ძალა იქნება ქართული ოცნება. ” – განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.

“იყო მცდელობა კონკრეტულ არჩეულ პარლამენტის წევრებთან შემდგარიყო მოლაპარაკება”- ანზორ ბიწაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები