ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის შესახებ.
“ფორტუნამ” სცადა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირება, თუმცა უწყებამ გვითხრა, რომ ამ დროისთვის ინფორმაციას არ ავრცელებს.
“ფორტუნას” ინფორმაციით კი, შენობაში არიან მძევლებიც. როგორც ჩვენი კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სავარაუდოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილ თავდამსხმელს ხელყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღი აქვს.
წერეთელზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მძარცველი შეიჭრა: რა ვითარებაა ადგილზე
გარდა ამისა, “ფორტუნას” ინფორმაციით, მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია იგეგმება.
ადგილზე მიმდიანრეობს საგამოძიებო მოქმედებები. სამართალდამცველებს გზის სავალი ნაწილი გადაკეტილი აქვთ.