LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

273
126179271-2773024939634551-3321033534630179980-o

თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და თავს გრძნობს მშვიდად.

ამის შესახებ „ფორტუნას“ ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურში განუცხადეს.

მას დღის განმავლობაში ჩაუტარდება დამატებითი ლაბორატორიული კვლევები და პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

შესაბამისად, ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, კლინიკის სოციალურ ქსელში განთავსდება.

თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო და სახლში მკურნალობდა. მოგვიანებით კი კლინიკამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა და საჭირო გახდა ჰოსპიტალიზაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები