13-20 სექტემბრის ჩათვლით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მხარდაჭერით, თბილისის ფოტოფესტივალი იმართება.
რიგით მერვე ფოტო ფესტივალის პროგრამაში 50-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები. ტრადიციისამებრ, ფესტივალის გახსნის კვირეულის განმავლობაში, თბილისი კავკასიის რეგიონის “ფოტოგრაფიის დედაქალაქის“ სტატუსს მოირგებს.
2017 წლის ფოტო ფესტივალი მოდის ფოტოგრაფიის თემაზე იქნება აგებული. ფესტივალის პროგრამის ორი ცენტრალური ღონისძიება 2017 წელს XX და XXI საუკუნეების მოდის ფოტოგრაფიის მეგავარსკვლავების ნამუშევრების ჩვენებას მოიცავს – ფოტოფესტივალის ფარგლებში კავკასიაში პირველად იქნება ნაჩვენები ფრანგი ფოტოგრაფის გი ბურდენის და ჰოლანდიელი არტსიტის ვივიან სასენის ნამუშევრები.
Tbilisi Photo Festival-ის ძირითადი პარტნიორები არიან:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.