LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

119
დყკტყკდტყ

რუსთავში 3 წლის ბავშვი, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა. მცირეწლოვანი კლინიკა “რუსთავში” იყო მოთავსებული.

როგორც კლინიკაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მცირეწლოვან ბიჭს სისხლდენის შესაჩერებლად ქირურგიული ჩარევა დასჭირდა და გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. პაციენტის თბილისში გადმოყვანა იგეგმებოდა, თუმცა 3 წლის ბიჭის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულის აივნიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა. შემთხვევა მე-19 მიკრორაიონში, დილის საათებში მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები