LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშიზმი – ავადმყოფობა, შხამი, სიტლუე და სიგონჯე – არ იკურნება, მორჩა! – რუსუდან შარაძე

510
BeFunky-collage

გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე ამტკიცებს, რომ მიშიზმის განკურნება წარმოუდგენელია.

როგორც შარაძის ქალიშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიშა და მისი ბანდა ციხეში რომ არ ლპება და ეხვეწებიან პარლამენტში შემოდიო, ამაზე „ოცნებას“  პასუხი აუცილებლად მოეკითხება.

„2012 წელს მოპოვებულმა გამარჯვების შეგრძნებამ იმდენად გამაკეთილშობილა, რომ ჩემ ირგვლივ, თითქმის, ყველას ყველაფერი უხმოდ ვაპატიე. გადავაბიჯე უამრავ რამეს და ბევრს მივუტევე ყველაზე დიდი ბოროტება – მიშიზმი, ზურგში მახვილის ჩაცემა და ძველი თუ ახალი ორპირობა.

მზად ვიყავი, აღიარების შემთხვევაში, მამაჩემის უშუალო მკვლელებიც წარსულში გადამესროლა. ამ შეგრძნებამ შინაგანად გამათავისუფლა, შვება მომგვარა და ვისაც გამოუცდია, დამეთანხმება, რომ უფრო დიდი ბედნიერება არ არსებობს. საქებარი არაა, ეგოისტურია ყველაფერი – შინაგანი სიმშვიდის მოპოვების სურვილი, ცხოვრებაში ახალი ფურცელის გადაშლა, შეძლებისდაგვარად, დავიწყება, რასაც ადამიანები გარშემო ჩადიან. – სხვა ცუდია? – შენ იყავი კარგი!

ცოტა ისიც მეგონა, რომ მეორე ლოყის მიშვერა გააკეთილშობილებდა ვინმეს, უხერხულობას მაინც აგრძნობინებდა, დააფიქრებდა…

ჰოდა, რატომ ვწერე ამდენი – დედა, რა სულელი ვიყავი! ))))))))))

ამათ რაღა ეშველებათ აწი?! მიშიზმი – ავადმყოფობა, შხამი, სიტლუე და სიგონჯე – არ იკურნება, მორჩა!

აპატიე რამდენიც გინდა, მოგეპარება და მაინც დედას გიტირებს. მოკლედ, ვატყობ, ვეღარ ვარ ისეთი კეთილშობილი და ვისაც თენგიზ ცერცვაძის ავადმყოფობა გაუხარდა, იქვე, ამირანსაც იგივეს უსურვებს, მათ და მათ ოჯახებს არ აცდენოდეთ, ესენი ვინ არიან??? მიშა და მისი ბანდა სამუდამოდ ციხეში რომ არ ლპებიან და იქით ეხვეწებიან, პარლამენტში შემოდითო, ამისთვის ცალკე მოეკითხება ,,ოცნებას“ და მის მეთაურს. შეიძლება, ეს არ გამიხარდეს, მაგრამ ასეთია სამყაროს კანონზომიერება, რომელიც არასდროს ირღვევა“, – წერს რუსუდან შარაძე.

შეგახსენებთ, 2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე  თბილისის ცენტრში მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები