LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვა, ქარი და მეწყერი მთაში: ამინდი დღეს და ხვალ

117
geonewest-dgeidansaqartveloshiamindis

გარემოს ეროვნული სააგენტო მომდევნო ორი დღის ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

19 და 20 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება და ნალექი. ბარში უმეტესად თოვლ-ჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში კი თოვლის სახით.

მაღალმთიან ზონაში ზოგან მოსალოდნელია ქარბუქი.

აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების წარმოქმნა და გააქტიურება გამოიწვიოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები