იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინის ეფექტიანობაზე წერს და ამბობს, რო არსებული კვლევები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს აჩენს.
“ამერიკული ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, სადაც შეისწავლეს კორონა ვირუსის გადატანის შემდეგ იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლები (ანტისხეულები, T და B მახსოვრობის ლიმფოციტები), გამოჩნდა რომ ისინი ხანგრძლივად რჩებიან ორგანიზმში და დიდი იმედია კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ადამიანი ხანგრძლივად იქნება დაცული განმეორებითი დაავადებისგან. ეს აჩენს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ვაქცინა იქნება ეფექტური და ამავე დროს 1 წელი ან მეტი დაგვიცავს დაავადებისგან!”, – წერს კულუმბეგოვი.