აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რომელიც თბილისში 2 საათის წინ ჩამოფრინდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“აღფრთოვანებული ვარ თბილისში ყოფნით. აშშ-სა და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე ურთიერთობა, რომელიც ემყარება თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს ერთგულებას. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური კავშირების გაღრმავებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში“, – წერს მაიკ პომპეო Twitter-ზე.