LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკეში მდებარე მაღაზიაში საკოლექციო სათამაშოები 2900 ლარამდე ღირს

491
125497459-965955340564791-9162932342261255440-n

ვაკეში მდებარე მაღაზიამ Ambience მომხმარებელს სათამაშოების განახლებული კოლექციები წარმოუდგინა. ახალი სათამაშოების ფოტომასალა და ფასების შესახებ ინფორმაცია Ambience-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

„როგორც იქნა, ჩვენი და თქვენი ყველაზე საყვარელი დრო დადგა, ჯადოსნური თავგადასავალიც დაიწყო!“, – იუწყება Ambience.

მაღაზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვევა, რომ საახალწლო სათამაშოების ღირებულება 19 ლარიდან იწყება. რაც შეეხება საკოლექციო თოჯინების ხაზს, მათი ფასი ზომების მიხედვით განსხვავდება და ღირებულება 23 ლარიდან 2900 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, მაღაზია Ambience  მდებარეობს ვაკეში, აბაშიძის 2 ნომერში (მრგვალ ბაღთან). ის მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ პროდუქციას: სახლის აქსესუარები, განათება, ავეჯი, სამზარეულოს აქსესუარები და სასაჩუქრე ნივთები.

1350 ლარი

2900 ლარი

2300 ლარი

2700 ლარი

2600 ლარი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები